2014 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პროფ(ესიული) კავშირების გაერთიანების კულტურის ცენტრში მოეწყო გამოფენა საბჭოთა პერიოდის მოზაიკების თემაზე, სადაც ნაჩვენები იყო სხვადასხვა სახის სამუშაო მასალა ავტორების პირადი არქივებიდან, დოკუმენტები, ესკიზები, ჩანახატები, კატალოგები და ფოტო მასალა.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მასალა დემურ ბაშალეიშვილის, რადიშ თორდიას, იდენ ტაბიძის, საურმაგ ღამბაშიძის, გიორგი ჩახავას, კუკური წერეთლის პირადი არქივებიდან და ასევე, გეოეარის, ზურა დუმბაძის, ნიკა კაპანაძის, ალექსი კედელაშივილის და ნინო სირაძის ფოტო მასალა.
ასევე, გაიმართა პუბლიკაციის პრეზენტაცია, სადაც შესულია თბილისის სხვადასხვა „საჯარო” სივრცეში განლაგებული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკის კვლევა და დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი.
გამოფენასა და პუბლიკაციაზე მეტი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ ეწვიოთ GeoAir-ის ვებ გვერდს